ეკატერინე ჭინჭარაული

EKATERINE CHINCHARAULI

ეკატერინე ჭინჭარაული

მმართველი პარტნიორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი; კავკასიის ბიზნეს სკოლა - სამაგისტრო ხარისხის სასერთიფიკატო პროგრამა კორპორატიულ ფინანსებში; საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია; PWC აკადემია - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (DIPIFR)

25 წელზე მეტი გამოცდილება საგადასახადო აუდიტისა და ბუღალტრული საქმიანობის მიმართულებით სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საწვავის იმპორტი და რეალიზაცია, ბუნებრივი აირის მიწოდება, მშენებლობა, ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია და სხვა. მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის, საქართველოს ეროვნულ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში.

ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, როგორც კონსულტანტი - უზბეკეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საგადასახადო სისტემების რეფორმა.